FAQ-ხშირად დასმული შეკითხვები


ყოველდღიურად სი-ტი პარკში შემოდის უამრავი მოთხოვნა სხვადასხვა ინფორმაციაზე და ხშირად შეკითხვები მეორდება. გთხოვთ შეამოწმოთ თქვენი შეკითხვა არის თუ არა ქვემოთ მოცემულ კითხვა-პასუხებთა რიცხვში.









 

სად მდებარეობს შპს “სი-ტი პარკ”-ის სერვის ცენტრი?

შპს “სი-ტი პარკ” სერვის ცენტრი მდებარეობს ქალაქ თბილისში, კანდელაკის ქ. # 47-ში.

 

პარკირების საშვის შეძენისას ბანკმა ან გადამხდელმა (სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობისას) ავტომანქანის სერია ნომრის მითითებისას დაუშვა შეცდომა როგორ მოვიქცე?

შეცდომის შესასწორებლად თქვენ უნდა მიმართოთ შპს “სი-ტი პარკ”-ის სერვის ცენტრს და თან უნდა იქონიოთ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის მოწმობა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექ-პასპორტი.

 

სად შეიძლება დავწერო საჩივარი?

პრეტენზიის ქონის შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია მიმართოს შპს “სი-ტი პარკ”-ის სერვის ცენტრს ან თბილისის საქალაქო სასამართლოს.

 

როგორ მოვიქცეთ თუ გვსურს ამკრძალავი და პარკირების ნიშნების გაუქმება ან დაყენება?

ამკრძალავი და პარკირების ნიშნების გაუქმების ან დაყენების მოთხოვნით მოქალაქემ უნდა მიმართოს ქალაქ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს. (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი: 032 272 22 22)

 

შპს “სი-ტი პარკ”-ის ვებ-გვერდზე არ ჩანს გადახდა. როგორ მოვიქცე?

ამ პრობლემის მოსაგვარებლად მოქალაქემ უნდა მიმართოს შპს “სი-ტი პარკ”-ის სერვის ცენტრს ან ცხელ ხაზს.

 

რას ნიშნავს სტატუსი „მუშავდება“ გადახდის ველში?

სტატუსი „მუშავდება“ ნიშნავს, რომ ჯარიმა გადახდილია, მაგრამ თანხა ჯერ არ ჩარიცხულა სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე. ასეთ შემთხვევაში ავტომანქანის მესაკუთრეს არ დაეკისრება საურავი.

 

სად გაიცემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი საცნობი ნიშანი?

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი საცნობი ნიშანი გასცემს ქალაქ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური. (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი: 032 272 22 22). დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ქალაქ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ვებ გვერდს: ტრანსპორტის საქალაქო სამსახური