სიახლეები


სიახლეების გვერდი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შეიტყონ მეტი იმ ინოვაციების შესახებ რასაც სი-ტი პარკი მათ სთავაზობს. ვიდეობისა და საინფორმაციო ბიულეტენების მეშვეობით შესაძლებელია იხილო სი-ტი პარკის ჩართულობა სოციალურ ცხოვრებაში და ჩვენი სწრაფვა მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებისაკენ.

 

31 მაისი, 2017
2017 წლის 1 ივნისის შემდეგ გამოწერილი საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) გადახდისას, ყურადღება მიაქცეთ საჯარიმო ქვითარზე დატანილ სახაზინო კოდს.


2 მაისი, 2014

„სი-ტი პარკის“ საინფორმაციო კამპანია - თბილისი საცობების გარეშე!

კომპნია, მძღოლების წახალისების მიზნით, საუკეთესო კლიენტებს დაასაჩუქრებს.

 

2014 წლის 2 მაისიდან „სი-ტი პარკმა“ მასშტაბურ საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომლის მიზანიც ავტომფლობელების პარკირების წესებზე სრული ინფორმირებაა:

ავტომობილის დგომის მეთოდები პარკირების ზონებში; ამკრძალავი ნიშნების განმარტება; საფრთხეები, რომლებიც შეიძლება პარკირების წესების დარღვევამ გამოიწვიოს; ფეხით მოსიარულეთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გათვალისწინება პარკირების დროს; რა შეიძლება მოხდეს პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში და ა.შ. 

საამისოდ კომპანიამ სპეციალური საინფორმაციო მასალები დაამზადა, რომელთაც „სი-ტი პარკის“ წარმომადგენლები თბილისის სხვადასხვა რაიონებში ავტომფლობელებსდაურიგებენ.

კომპანიამ  მძღოლების წახალისების მიზნით,საუკეთესო კლიენტები გამოავლინა - მძღოლები, რომლებსაც არც პარკირების საშვის შეძენა ავიწყდებათ და არც პარკირების წესებს არღვევენ.  - მათ „სი-ტი პარკი“ პარკირების საშვებს გადასცემს საჩუქრად.

საამისოდ ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: WWW.CT-PARK.GE, სპეციალურ ველში შეიყვანეთ თქვენი ავტომობილის სანომრე ნიშანი და შეამოწმოთ, ხართ თუ არა კანონმორჩილი კლიენტების ნუსხაში.

კომპანია „სი-ტი პარკი“ თვის ბოლომდე ორასამდე მძღოლს დაასაჩუქრებს.

საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთვებიან თბილისის ავტო სკოლებიც, სადაც „სი-ტი პარკის“ სპეციალისტები მომავალი მძღოლებისთვის პერიოდულად შეხვედრებს გამართავენ და პარკირების წესებსა და მათ მნიშვნელობაზე მოსწავლეებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

 „სი-ტი პარკი“ მსგავსი აქტივობით შეახსენებს თბილისის მოსახლეობას და დედაქალაქის სტუმრებს, რომ მოწესრიგებული პარკირებით ისინი ქალაქში საცობების შექმნის რისკებს შეამცირებენ და მოსახლეობის უსაფრთხო, კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობას გაზრდიან. 

დაიცავით პარკირების წესები, არ შექმნათ საცობები,არ დაარღვიოთ ფეხით მოსიარულეთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები.

მოწესრიგებული პარკირების სისტემა მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. თბილისში ამ საკითხზე „სი-ტი პარკი“ მუშაობს, რომლის მთავარი მისია ქალაქში პარკირების სისტემის მოწესრიგება-რეგულირებაა.

 

ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ CT-PARK-ის YouTube არხზე:

https://www.youtube.com/channel/UCfHU04bg_D3RzqDlItNgdkg

 

დაიცავით პარკირების წესები
დაიცავით პარკირების წესები
სიტი პარკმა გახსნა ახალი სერვის ცენტრი
“სიტი პარკის” ბრენდირებული ევაკუატორები
“სიტი პარკ”-ის ახალი ვებ გვედის პრეზენტაცია
მას-მოდა 2012
 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გამოყოფილ პარკირების ადგილას, პარკირება ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ავტომფლობელს გააჩნია ქალაქ თბილისის მერიის მიერ გაცემული სპეციალური საშვი. საშვის არქონის შემთხვევაში ავტომფლობელი დაჯარიმდება და მისი მანქანა დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანას.
პატივი ეცით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.
საცნობი ნიშნის გაცემა და საცნობი ნიშნის მქონე ავტოტრანსპორტის პარკირება.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საშვებს გასცემს ქალაქ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური, სათანადო დოკუმენტაციის წადგენის საფუძველზე.
საცნობი ნიშანი გაიცემა უსასყიდლოდ, 2 წლის ვადით და საშვი უნდა იქნეს გამოყენებული იმ ავტომობილზე რომელზეც გაცემულიქნა აღნიშნული საშვი.
თუ საცნობი ნიშანი ამ წესის შესაბამისად არ იქნება განთავსებული ავტომობილზე და მოხდება ამ ავტომანქანის პარკირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე, აღნიშნული შემთხვევა განიხილება არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებად.

სიტი პარკმა გახსნა ახალი სერვის ცენტრი. სერვის ცენტში მოქალაქეები შეძლებენ კანდელაკის ნომერ 47-ში მიიღონ ნებისმიერი მომსახურება პარკირებასთან დაკავშირებით. ასევე გადაიხადონ პარკირების საფასური, ჯარიმები და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ავტომობილის სტატუსის შესახებ. ახალ სერვის ცენტრში მოქალაქეები ასევე შეძლებენ იურიდიული კონსულტაციას სამართლებრივ და პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით. ახალი სერვის ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტებით და ავტომფლობელებს შეეძლებათ ძალიან სწრაფად და ხარისხიანად ისარგებლონ ჩვენი მომსახურებით. კიდევ ერთი სიახლე რომელითაც მოქალაქეები ისარგებლებენ ეს პარკირების საფასრურის გადახდაა, საკომისიოს გარეშე. ჩვენს სერვის ცენრტში მოქალაქეები პარკირების საფასურის გადახდას საკომისიოს გარეშე შეძლებენ.

თბილისში “სიტი პარკის” ბრენდირებული ევაკუატორები ივლიან. თბილისელების უკეთესი ინფორმირებულობისთვის “სიტი პარკმა” ევაკუატორებზე ვებ-გვერდის მისამართი და ცხელი ხაზის ნომერი დაიტანა. ვებ-გვერდის მეშვეობით მძღოლებს შეუძლიათ შეამოწმონ მანქანის სტატუსი და გადაიხადონ პასკირების საფასურის და ჯარიმა. ნებისმიერი შეკითხვაზე კი ავტომფლობელებს ცხელ ხაზზე უპასუხებენ.

29 მაის თბილისი მარიოტში კომპანია “სიტი პარკ”-ის ახალი ვებ გვედის პრეზენტაცია გაიმართა. კიდევ უფრო მოხერხებული გადახდის სისტემა ავტომფლობელებისთვის. “სიტი პარკ”-ი მძღოლებს სახლიდან გაუსვლელად გადახდის გამარტივებულ მეთოდს სთავაზობს. კომპანიის ვებ-გვერდზე www.ct-park.ge თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ პარკირების საშვი, გადაიხადოთ ჯარიმა და ევაკუაციის თანხა. ამისთვის კი საჭიროა კომპანიის ვებ-გვერდზე ავტომფლობელებმა სპეციალურ გრაფაში ჩაწერონ მანქანის სახელმწიფო ნომერი და შემდეგ აირჩიონ სასურველი მომსახურება(პარკირების საშვის შეძენა, ჯარიმის გადახდა და ევაკუაციის თანხის გადახდა) ვებ-გვერდის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ პარკირების საშვის ამოწურვის თარიღი და შეამოწმოთ არის თუ არა თქვენი ავტომობილი დაჯარიმებული.

60 ცნობილი სახე პოდიუმზე და ჟურნალისტები მოდელების ამპლუაში. მას-მოდა 2012 “რადისონ ბლუ ივერიაში” ივნისის დასაწყისში გაიმართება. პროექტში მონაწილეობას შემდეგი ტელევიზიების ცნობილი სახეები იღებენ, მათ შორის წამყვანები და ჟურბალისტები: იმედი, რუსთავი 2, რეგიონ TV, რეალ TV, კავკასია და საზოგადოებრივი მაუწყებლი.
ცნობილი ქართველი ჟურნალისტები დიზაინერ ეკა თადუმაძის კოლექციას წარმოადგენენ. კოსტიუმები, კაბები და სხვა აქსესუარები ჟურნალისტებისთვის ინდივიდუალურად მზადდება და მასმედიის წამომადგენლებს საჩუქრად სპონსორებისგან გადაეცემათ. მას-მოდა 2012-ის სპონსორია კომპანია “სიტი პარკ”-ი.